ჩვენ შესახებ
კომპანიის შესახებ
სასტუმრო მდებარეობს შავი ზღვის ნაპირიდან 100 მეტრში, ზღვის სანაპირო არის მაგნიტური ქვიშით დაფარული, რაც ითვლება სამკურნალო საშუალებად ძვალ-სახსროვანი დაავადებებისათვის, განსაკუთრებით ბავშვებისათვის. ზღვის სიღრმე 10-15 მეტრ მანძილზე დაბალია, რაც ბავშვებისათვის ქმნის უსაფრთხო გარემოს.
რატომ ჩვენ?
ჩვენი მიზანია ტურისტები, განსაკუთრებით უცხოელები, უზრუნველვყოთ საქართველოს გაცნობით და სტუმართმოყვარული ტრადიციების ჩვენებით.
რას გთავაზობთ?
- არის პირობები შემოქმედებითი საქმიანობისათვის. ყველა ნომერს აქვს აივანი მაგიდითა და სკამებით აღჭურვილი. შენობაში არის ლიფტი.
- სახურავის ვერანდაზე არის აუზი აღჭურვილი შეზლონგებით და სკამლოგინებით. აქვე არის ქოლგები, მაგიდა-სკამებით მოწყობილი დასასვენებლად და ცივი სასმელების მისართმევად.
- საერთო სარგებლობის სივრცეებში ბარში და სასადილოში არის ტელევიზორი კონცერტების და სპორტული ღონისძიებების სანახავად.
- სასტუმროში მოწყობილია კუთხე მცირეწლოვანი ბავშვებისათვის. არის ავტოსადგომი.
- სასტუმროში დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური პირობები.
- სასადილოში მოქმედებს შვედური მაგიდა. დამსვენებლებს აქვთ შესაძლებლობა ჩვენს სასადილოში აირჩიოს მხოლოდ საუზმე ან სამჯერადი კვება.
საბავშვო სივრცეები
- სასტუმროს სახურავზე დაგხვდებათ აუზი (3,6X10) და სიღრმე (1,25 – 1,9) კიბით, სადაც ბავშვებსაც შეუძლიათ ბანაობა მშობლებთან ერთად.
- სასტუმროს ეზოში, მწვანე მინდორზე არის განთავსებული საბავშვო გასაბერი აუზი.
- მთელი დღის განმავლობაში მზის სხივებით თბება წყალი. იქვე, მზისგან დაცულ ადგილას მოწყობილია ყვითელი ქვიშის ზონა.
- ექვსი წლის ასაკის ჩათვლით ბავშვების მომსახურეობა და კვება უფასოა. შვიდიდან თორმეტი წლის ჩათვლით იხდის ღირებულების ნახევარს. ჩვილ ბავშვებისათვის არის მანეჟები.
- ასევე გვაქვს ფერადი ცარცით და მარკერით სახატავი დაფები.
- ტენისის დიდი მაგიდა.
- ბადმინტონი.
They say about us
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore.
By Dora Johns Somalier
Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo con
By Lee Byrne Sushi Chef
Duis aute irure dolor in reprehenderit in voluptate velit esse cillum dolore eu fugiat nulla pariatur